№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Monday, April 29, 2013

                                ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა
                2013 წლის 25-27 აპრილს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში გაიმართა ’’ახალგაზრდული ფორუმი.’’ პროგრამას  მხარს უჭერს ’’საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.’’ საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ’’სიქა’’ წარმოადგენს პროგრამის პარტნიო ორგანიზაციას . ფორუმს ესწრებოდა ქ.რუსთავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი ანა გვაზავა,რომლის პროექტმაც გაიმარჯვა და მას გადაეცა სიგელი.
    პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა.’’

    მიზანი : შევქმნათ უსაფრთხო  და სასიამოვნო გარემო განტვირთვისთვის.

    განხორციელების გზები : ტერიტორიის შესწავლა, დასუფთავება, რესურსების
                                                        ზუსტი განსაზღვრა, რესურსების მოძიება.

    სამიზნე აუდიტორია : მოხუცები,ახალგაზრდები, ბავშვები.

    მხარდამჭერები : თვითმმართველობა, კერძო ბიზმესმენი.





Thursday, April 18, 2013

                   რეპრესირებულები და რეაბილიტირებულები ჩვენს გვერდით
         2013 წლის 17 აპრილს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ ქეთევან მჭედლიძემ კლუბის წევრებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა საქალაქო პროექტი გაკვეთილი ''რეპრესირებული ადამიანები და მათი შთამომავლები ჩვენს ირგვლივ.''
       გაკვეთილის მიზანი: სკოლის თემში რეპრესირებული ადამიანების ოჯახების გამოვლენა და ამ საფუძველზე კვლევის ჩატარება სასწავლო მასალის შექმნა და მათი პოპულარიზაცია.
      1) გაკვეთილის მოკლე აღწერილობა შესავალი: რას ნიშნავს რეპრესიები,როდის, ვისგან და რა ფორმით ხორციელდებოდა იგი. 2)დოკუმენტური ფილმის ''დაკარგული ისტორია '' ჩვენება. 3) მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების პრეზენტაცია (დისკზე გადმოტანილი ექსპონატების სურათები ''ოკუპაციის მუზეუმიდან,'' სტენდები, ბუკლეტები, ელექტრონული გვერდი.4) მოსწავლეთა მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოძიებული მასალის წარმოდგენა. (რესპოდენტების:ლალი დვალიშვილის, დარეჯან ცუცქირიძის, ლიანა ხეჩიაშვილის, მანანა ვარდოსანიძის, ნათელა მერაბიშვილის, მარიამ შოთაძის ნაამბობი)
           გაკვეთილის შჯამება მოახდინეს სკოლის სასწავლო ნაწილმა_მარიკა შარიქაძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა_ლალი დვალიშვილმა, გაკვეთილის ავტორმა ქეთევან მჭედლიძემ და საქართველის ისტორიის ასოციაცია ''ევროკლიოს'' ქვემო ქართლის კოორდინატორმა_მანანა ხავთასმა.
  გაკვეთილში მონაწილეობდა კლუბის 16 წევრი.
         ვურთავთ ფოტო და ვიდეო მასალას ..


http://www.facebook.com/profile.php?id=100005442153796&fref=ts << ესარის ჩველი კლუბის გაკეთებული გვერდი,რომელსაც მოყვა უამრავი გამოხმაურება.











Friday, April 12, 2013


                                             ,, ჩვენი კლუბის ოთახი’’
     12 აპრილს სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა
დაინტერესებულთა პირთათვის თუ სად ვიკრიბებით, ვმუშაობთ და ვგეგმავთ ამა თუ იმ აქტივობებს. ეხლა კი წარმოგიდგენთ მას :