№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Wednesday, January 25, 2012

დებატი სკოლაში :)

ჩვენ სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად არსებობს ასევე დებატ-კლუბი.რამდენიმე ბავშვმა გამოთქვა სურვილი გაწევრიანებულიყო ამ კლუბში და უკვე გამოცდილმა მოდებატეეებმა(ნანა ლობჟანიძემ, სალომე მაისურაძემ, ნინო კვირიკაშვილმა) მათ ჩაუტარეს ტრენინგები "კარლ  პოპერის" სტილის დებატში, ეს ბავშვები ასევე დაესწრნენ "სიქა"-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირს და გამოთქვეს შემდეგ ტურნირში მონაწილეობის სურვილი.
   დღეს ჩვენს დებატ-კლუბის ოთახში ჩავატარეთ დებატი. მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის ახალმა წევრებმა, ხოლო გამოცდილმა მოდებატეებმა მსაჯების ფუნქცია შეითავსეს,ასევე გვეხმარებოდა ჩვენი კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძე. დებატი მიმდინარეობდა თემაზე "სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დამნაშავეები ერთნაირად უნდა დაისაჯონ".გაიმარჯვა უარმყოფელმა გუნდმა. 
     დღევანდელი დღის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების მიღება, რათა ამ ბავშვებმა   უკეთ შეისწავლონ დებატის სტრუქტურა და შეძლონ შემდეგ ტურნირში მონაწილეობა.
დებატმა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა და რაც მთავარია, მონაწილეებს გაუღვივა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგში ეს მოსწავლეები წარმატებულად იასპარეზებენ დებატების ტურნირში.
  



Tuesday, January 24, 2012

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე :)

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ შეხსენება.
     ჩვენმა კლუბმაც გადაწყვიტა აღენიშნა ეს დღე და 16 ნოემბერს ვესტუმრეთ ქ.რუსთავის #21 საჯარო სკოლასთან არსებულ "განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცენტრს" და მივულოცეთ მათ ეს დღე.ჩვენთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო მათი რეაქცია,ძალიან თბილად მიგვიღეს და იქიდან ემოციებით დატვირთულები წამოვედით.
    ჩვენ გვინდა ამ აქტივობით ყველას დავანახოთ,რომ ეს ადამიანებიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან და უნდა ვაგრძნობინოთ მათ ჩვენი ყურადღება.ჩვენი ოდნავი ყურადღებაც  კი საკმარისია მათი ბედნიერი ღიმილისთვის.

მოსახლეობის გამოკითხვა :)

ჩვენმა კლუბმა ქ. რუსთავის მოსახლეობაში ჩაატარა გამოკითხვა ქ. რუსთავში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის თემაზე.გამოიკითხა ქ. რუსთავის 53 მოქალაქე, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.
  გამოკითხულთა 77% თვლის, რომ ირღვევა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონდე ბავშვების უფლებები, 41,5% თვლის რომ მიღებული უნდა იქნას კანონი ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, 28% კი თვლის რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა.
  გამოკითხვა ჩატარდა  განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა თემაზე შემდგომი აქტივობების დასაგეგმად.

Monday, January 23, 2012

ვინ ვართ ჩვენ? :)

მოგესალმებით, ჩვენ ვართ ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "in RE-action".ჩართულები ვართ "სამოქალაქო გამათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", რომელსაც სიქა ახორციელებს PH International-ისა და USAID-ის მხარდაჭერით.
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენი კლუბის სახელია "in RE-action"("მუდამ ქმედებაში") ამ სახელს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. action - ქმედება , reaction - რეაქცია  , RE-action - განმეორებითი ქმედება.
სახელიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვმოქმედებთ და ყველაფერზე გვაქვს გარკვეული რეაქცია.
    ჩვენი სლოგანია:
"Any reaction is better than none"
"ნებისმიერი რეაქცია უკეთესია ვიდრე არანაირი"
                    კლუბის წევრები:
   ნინო კვირიკაშვილი
   სალომე კვირიკაშვილი
   ლიკა ჯამალაშვილი
   ქეთი ყარალაშვილი
   ქეთი მაისურაძე
   ანა გვაზავა
   თათია აბეწვაშვილი
   გიორგი რობაქიძე
   გიორგი ხუნძახიშვილი 
   მარიამ ხინთიბიძე
   ნინო ზარნაძე
   სალომე მაისურაძე
   ნანა ლობჟანიძე
   ლაშა მინდიაშვილი
   მირიან მაჭარაშვილი
   აკაკი ბოლაშვილი
   გიორგი ჩაჩხიანი
   საბა ნახუცრიშვილი
   ქეთი ქავთარაძე
   მარიამ მინდორაშვილი
                          კლუბის მეურვე:
                      ქეთევან მჭედლიძე
 მაშ ასე , ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას :)