№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Saturday, October 27, 2012

<<                     მე დავალაგე ჩემი ქუჩა, შენ?                    >>
   




Добавьте подпись









        პროექტი ,,მე დავალაგე ჩემი ქუჩა, შენ?’’ №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ ამ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა... არასამთავრობო ორგანიზაციიდან ’’სიქა’’ მივიღეთ საჭირო მასალები, (ცელოფნები,სტიკერები) რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროექტის განხორციელებისათვის.შევიკრიბეთ 27 ოქტომბერს დილის 11-დან 1 საათის ჩათვლით, რათა დაგველაგებინა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაინტერესებული 15 ბავშვიდან  ამინდის გამო ვიყავით მხოლოდ 9 მოსწავლე, არამხოლოდ სამოქალაქო კლუბის წევრები, არამედ სკოლის მოსწავლეებიც და დავალაგეეთ № 5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის საკმაო ფართი.№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მზადაა სხვა აქტივობების განსახორციელებლად.

Saturday, September 15, 2012

გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში










                  15 სექტემბერს 10:00 საათზე ’’სიქას’’  ორგანიზებით მოეწყო რეგიონული აქტივობა ,,გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში’’, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას გულისხმობს.  №5 საჯარო სკოლიდან ვიყავით 4 მოსწავლე, მივიღეთ მონაწილეობა  ’’სიქას’’ მიერ განხორციელებულ აქტივობაში და შეძლებისდაგვარად  დავალაგეთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია.     





         12 სექტემბერს 14:00 საათზე მოხუცებულთა სახლ ,,ქსენონში’’ გაიმართა გახსნის ცერემონია, პროექტი იაპონიის მთავრობის დაფინანსებით და თვითმმართველი რუსთავის თანადაფინანსებით გაიხსნა. მოწვეული იყო ლაშა მინდელი (რუსთავის მერი), დავით ლომიძე (საქ.შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის მინისტრის მოადგილე), ზაქარია დარჩიაშვილი (ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე), კახა გურგენიძე (საკრებულოს თავმჯდომარე), მალხაზ კვინიკაძე (ა.ა.ი.პ. მოხუცებულთა  სახლის დირექტორი) და იაპონიის ელჩი. №5 საჯარო სკოლიდან 3 აქტიური წევრი ვიყავით წასული და გავესაუბრეთ  ბატონ ზვიად დევდარიანს,რომელის გახლავთ სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA-ს დირექტორი და დავგეგმეთ აქტივობები მომავალში.                           

Sunday, May 13, 2012

2012 წლის 29 მარტს ჩვენს კლუბს ეწვია ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დელ ჰარნიში. მან ისაუბრა სამოქალაქო განათლებაზე და მის აქტუალობაზე საზოგადოებაში. შეხვედრას დაესწრო კლუბის ყველა წევრი და ასევე ყველა დაინტერესებული პირი, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ ბატონი დელისთვის კითხვები. საბოლოო ჯამში შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მისი ყველა მონაწილე კმაყოფილი იყო. კლუბი დიდ მადლობას უხდის დელ ჰარნიშს ასეთი საინტერესო ვიზიტისთვის.
Photo Photo
                                                    Photo



Sunday, February 26, 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში :)

23 თებერვალს,"სიქას" ორგანიზებით, რუსთავის, კრწანისის, გარდაბნისა და გამარჯვების სამოქალაქო კლუბების 21 აქტიური წევრი იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. მათ შორის ვიყავით ჩვენი კლუბის ორი წევრი. ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი. დავათვალიერეთ საკანცელარიო და ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგად მიგვიღეს. შეხვედრის დასასრულს ჩვენმა მასპინძელმა იუსტიციის სახლში, დავით მაისურაძემ გააკეთა მოკლე პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შესახებ, გაგვაცნო სტუდენტური პროგრამები, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ ვესტუმრეთ რუსთავის იუსტიციის სახლს, სადაც ასევე დეტალურად გაგვაცნეს მომსახურების სფეროები და მათი მუშაობის პრინციპი. განსაკუთრებით მოგვეწონა იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელიც შესასვლელში იდგა და მუდმივად იღიმოდა :). ამ ვიზიტის შემდეგ სიქას ოფისში შევაჯამეთ დღე და გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. როგორც აღმოჩნდა, ამ დღით ყველა კმაყოფილი იყო. რათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები და ძალიან ვისიამოვნეთ ამ ვიზიტით. ძალიან დიდი მადლობა "სიქას" ამ ღონისძიებისათვის, თქვენ ყოველთვის ახერხებთ ჩვენს დაინტერესებას.
  P.S. იმედი გვაქვს,რომ ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა :)



სიკეთის ეპიდემია :)

17 ნოემბერი არის სიკეთის სპონტანურად გამოვლინების დღე და "სიქამ" გადაწყვიტა ამ დგეს შეერთებოდა. 9 ნოემბერს შედგა სამოქალაქო განათლების კლუბების შეხვედრა სიქაში, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი კლუბის ორი წარმომადგენელი. შეხვედრაძე ერთად დავგეგმეთ ღონისძიების განმავლობაში შესასრულებელი აქტოვობები, მეორე დღეს კი კვლავ შევიკრიბეთ და ჩამოვაყალიბეთ სლოგანები. ჩვენმა კლუბმა გაავრცელა ეს ინფორმაცია სკოლაში და სოციალურ ქსელზე. 17 ნოემბერს კი კინო რუსთაველის წინ გაიმართა აქცია. აქციაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო, სიკეთის ეპიდემიამ მართლაც რომ მთელი ქალაქი მოიცვა.სიკეთის კეთების სანაცვლოდ ჩვენ ვიღებდით მომღიმარ სახეებს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველივე ამის შემდეგ სიქას ოფისში მოეწყო ფილმის ჩვენება. ფილმს ერქვა : "გადაიხადე წინასწარ". ის ზუსტად იყო შერჩეული და ნამდვილად მორგებული იყო თემატიკას. ფილმის განხილვისას ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. ძალიან დიდი მადლობა "სიქას" ამ ღონისძიებისათვის და იმისათვის, რომ გვაძლევს სტიმულს ვაკეთოთ მეტი და ვიყოთ აქტიური მოქალაქეები.



ექსკურსია პარლამენტში :)

27 იანვარს, ნინობის დღესასწაულზე კლუბმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო ექსკურსია პარლამენტში. გავაცანით ჩვენი იდეა კლუბის მეურვეს, ქალბატონ ქეთევან მჭედლიძეს. ისიც რათქმაუნდა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ყოველივე ამის ორგანიზებაში დაგვეხმარა.თვითონ ექსკურსია ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ჩვენთვის, ექსკურსიამძღოლმა ისაუბრა პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ და გაგვაცნო პარლამენტის საქმიანობა და მისი მიზნები. დავათვალიერეთ შენობა და ასევე ვნახეთ ქუთაისი პარლამენტის შენობის მაკეტი. ექსკურსიის შემდეგ დავწერეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და გავაცანით ერთმანეთს. საბოლოო ჯამში დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და სასიამოვნო ემოციებით დაგვტვირთა.


Wednesday, January 25, 2012

დებატი სკოლაში :)

ჩვენ სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად არსებობს ასევე დებატ-კლუბი.რამდენიმე ბავშვმა გამოთქვა სურვილი გაწევრიანებულიყო ამ კლუბში და უკვე გამოცდილმა მოდებატეეებმა(ნანა ლობჟანიძემ, სალომე მაისურაძემ, ნინო კვირიკაშვილმა) მათ ჩაუტარეს ტრენინგები "კარლ  პოპერის" სტილის დებატში, ეს ბავშვები ასევე დაესწრნენ "სიქა"-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირს და გამოთქვეს შემდეგ ტურნირში მონაწილეობის სურვილი.
   დღეს ჩვენს დებატ-კლუბის ოთახში ჩავატარეთ დებატი. მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის ახალმა წევრებმა, ხოლო გამოცდილმა მოდებატეებმა მსაჯების ფუნქცია შეითავსეს,ასევე გვეხმარებოდა ჩვენი კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძე. დებატი მიმდინარეობდა თემაზე "სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დამნაშავეები ერთნაირად უნდა დაისაჯონ".გაიმარჯვა უარმყოფელმა გუნდმა. 
     დღევანდელი დღის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების მიღება, რათა ამ ბავშვებმა   უკეთ შეისწავლონ დებატის სტრუქტურა და შეძლონ შემდეგ ტურნირში მონაწილეობა.
დებატმა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა და რაც მთავარია, მონაწილეებს გაუღვივა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგში ეს მოსწავლეები წარმატებულად იასპარეზებენ დებატების ტურნირში.
  



Tuesday, January 24, 2012

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე :)

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ შეხსენება.
     ჩვენმა კლუბმაც გადაწყვიტა აღენიშნა ეს დღე და 16 ნოემბერს ვესტუმრეთ ქ.რუსთავის #21 საჯარო სკოლასთან არსებულ "განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცენტრს" და მივულოცეთ მათ ეს დღე.ჩვენთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო მათი რეაქცია,ძალიან თბილად მიგვიღეს და იქიდან ემოციებით დატვირთულები წამოვედით.
    ჩვენ გვინდა ამ აქტივობით ყველას დავანახოთ,რომ ეს ადამიანებიც ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან და უნდა ვაგრძნობინოთ მათ ჩვენი ყურადღება.ჩვენი ოდნავი ყურადღებაც  კი საკმარისია მათი ბედნიერი ღიმილისთვის.

მოსახლეობის გამოკითხვა :)

ჩვენმა კლუბმა ქ. რუსთავის მოსახლეობაში ჩაატარა გამოკითხვა ქ. რუსთავში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის თემაზე.გამოიკითხა ქ. რუსთავის 53 მოქალაქე, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.
  გამოკითხულთა 77% თვლის, რომ ირღვევა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონდე ბავშვების უფლებები, 41,5% თვლის რომ მიღებული უნდა იქნას კანონი ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, 28% კი თვლის რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა.
  გამოკითხვა ჩატარდა  განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა თემაზე შემდგომი აქტივობების დასაგეგმად.

Monday, January 23, 2012

ვინ ვართ ჩვენ? :)

მოგესალმებით, ჩვენ ვართ ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "in RE-action".ჩართულები ვართ "სამოქალაქო გამათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", რომელსაც სიქა ახორციელებს PH International-ისა და USAID-ის მხარდაჭერით.
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენი კლუბის სახელია "in RE-action"("მუდამ ქმედებაში") ამ სახელს მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. action - ქმედება , reaction - რეაქცია  , RE-action - განმეორებითი ქმედება.
სახელიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვმოქმედებთ და ყველაფერზე გვაქვს გარკვეული რეაქცია.
    ჩვენი სლოგანია:
"Any reaction is better than none"
"ნებისმიერი რეაქცია უკეთესია ვიდრე არანაირი"
                    კლუბის წევრები:
   ნინო კვირიკაშვილი
   სალომე კვირიკაშვილი
   ლიკა ჯამალაშვილი
   ქეთი ყარალაშვილი
   ქეთი მაისურაძე
   ანა გვაზავა
   თათია აბეწვაშვილი
   გიორგი რობაქიძე
   გიორგი ხუნძახიშვილი 
   მარიამ ხინთიბიძე
   ნინო ზარნაძე
   სალომე მაისურაძე
   ნანა ლობჟანიძე
   ლაშა მინდიაშვილი
   მირიან მაჭარაშვილი
   აკაკი ბოლაშვილი
   გიორგი ჩაჩხიანი
   საბა ნახუცრიშვილი
   ქეთი ქავთარაძე
   მარიამ მინდორაშვილი
                          კლუბის მეურვე:
                      ქეთევან მჭედლიძე
 მაშ ასე , ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას :)