№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Thursday, June 5, 2014

                                „მე - რუსთავის მომავალი„


       2014წლის 28 მაისს სამოქალაქო განათლებისა და დებატკლუბის წევრმა თათია აბეწვაშვილმა, კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძის ხელმძღვანელობით, გააკეთა საპროექტო განაცხადი ,,რუსთავის ახალგაზრდული საკრებულოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში -„ მე - რუსთავის მომავალი „
    
  წარდგენილი პროექტის პრობლემა - „ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს„
პროექტის სახელწოდება  -  „ უსაფრთხო გადაადგილება - უსაფრთხო გადასასვლელები„ 
          კონფერენციაში მონაწილეობის პირობების მიხედვით პროექტი დაიწერა სადებატო ქეისის სტილში კერძოდ,ყურადღება მიექცა: პრობლემას , გადაჭრის გზებს და უპირატესობებს.

 ნაშრომი მოწონებულ იქნა და 2 ივნისს {კონფერენციის მე-2 ტურში} მოეწყო პრეზენტაცია .პრეზენტაციის შემდეგ თათია აბეწვაშვილს გადაეცა სერთიფიკატი .