№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Sunday, February 26, 2012

ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში :)

23 თებერვალს,"სიქას" ორგანიზებით, რუსთავის, კრწანისის, გარდაბნისა და გამარჯვების სამოქალაქო კლუბების 21 აქტიური წევრი იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. მათ შორის ვიყავით ჩვენი კლუბის ორი წევრი. ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი. დავათვალიერეთ საკანცელარიო და ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგად მიგვიღეს. შეხვედრის დასასრულს ჩვენმა მასპინძელმა იუსტიციის სახლში, დავით მაისურაძემ გააკეთა მოკლე პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შესახებ, გაგვაცნო სტუდენტური პროგრამები, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ ვესტუმრეთ რუსთავის იუსტიციის სახლს, სადაც ასევე დეტალურად გაგვაცნეს მომსახურების სფეროები და მათი მუშაობის პრინციპი. განსაკუთრებით მოგვეწონა იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელიც შესასვლელში იდგა და მუდმივად იღიმოდა :). ამ ვიზიტის შემდეგ სიქას ოფისში შევაჯამეთ დღე და გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. როგორც აღმოჩნდა, ამ დღით ყველა კმაყოფილი იყო. რათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები და ძალიან ვისიამოვნეთ ამ ვიზიტით. ძალიან დიდი მადლობა "სიქას" ამ ღონისძიებისათვის, თქვენ ყოველთვის ახერხებთ ჩვენს დაინტერესებას.
  P.S. იმედი გვაქვს,რომ ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა :)



სიკეთის ეპიდემია :)

17 ნოემბერი არის სიკეთის სპონტანურად გამოვლინების დღე და "სიქამ" გადაწყვიტა ამ დგეს შეერთებოდა. 9 ნოემბერს შედგა სამოქალაქო განათლების კლუბების შეხვედრა სიქაში, რომელსაც ესწრებოდა ჩვენი კლუბის ორი წარმომადგენელი. შეხვედრაძე ერთად დავგეგმეთ ღონისძიების განმავლობაში შესასრულებელი აქტოვობები, მეორე დღეს კი კვლავ შევიკრიბეთ და ჩამოვაყალიბეთ სლოგანები. ჩვენმა კლუბმა გაავრცელა ეს ინფორმაცია სკოლაში და სოციალურ ქსელზე. 17 ნოემბერს კი კინო რუსთაველის წინ გაიმართა აქცია. აქციაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო, სიკეთის ეპიდემიამ მართლაც რომ მთელი ქალაქი მოიცვა.სიკეთის კეთების სანაცვლოდ ჩვენ ვიღებდით მომღიმარ სახეებს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველივე ამის შემდეგ სიქას ოფისში მოეწყო ფილმის ჩვენება. ფილმს ერქვა : "გადაიხადე წინასწარ". ის ზუსტად იყო შერჩეული და ნამდვილად მორგებული იყო თემატიკას. ფილმის განხილვისას ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. ძალიან დიდი მადლობა "სიქას" ამ ღონისძიებისათვის და იმისათვის, რომ გვაძლევს სტიმულს ვაკეთოთ მეტი და ვიყოთ აქტიური მოქალაქეები.



ექსკურსია პარლამენტში :)

27 იანვარს, ნინობის დღესასწაულზე კლუბმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო ექსკურსია პარლამენტში. გავაცანით ჩვენი იდეა კლუბის მეურვეს, ქალბატონ ქეთევან მჭედლიძეს. ისიც რათქმაუნდა სიამოვნებით დაგვთანხმდა და ყოველივე ამის ორგანიზებაში დაგვეხმარა.თვითონ ექსკურსია ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ჩვენთვის, ექსკურსიამძღოლმა ისაუბრა პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ და გაგვაცნო პარლამენტის საქმიანობა და მისი მიზნები. დავათვალიერეთ შენობა და ასევე ვნახეთ ქუთაისი პარლამენტის შენობის მაკეტი. ექსკურსიის შემდეგ დავწერეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და გავაცანით ერთმანეთს. საბოლოო ჯამში დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და სასიამოვნო ემოციებით დაგვტვირთა.