№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Wednesday, April 30, 2014

                   
                                    ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი

                  2014წლის 10 აპრილს ქ.რუსთავის სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“  გაიმართა         „სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის „ ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი“,რომელსაც ორგანიზება გაუკეთა სიქამ.

           ფორუმზე მოხდა ბანაკის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სათემო პროექტების პრეზენტაცია.
           პრეზენტაცია მოისმინა ქალაქის მერმა - დავით ჯიქიამ და მერიის სამსახურის წარმომადგენლობამ.
   ფორუმს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე- ქეთევან მჭედლიძე და 3 წევრი : მარიამ კახურაშვილი , მარიამ ჯოხარიძე და კულიჯანაშვილი მარი.




           

                                          კ  ო  ნ  ფ  ე  რ  ე  ნ  ც  ი  ა 
             

                  2014 წლოს 22 მარტს ქ.რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში ჩატარდა-
        სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური ღონისძიება

                    მოეწყო საჯარო პრეზენტაცია ფორუმის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, მიზნების, ამოცანებისა და სერვისების გაცნობა .
            კონფერენციას ესწრებოდა კლუბის მეურვე - ქეთევან მჭედლიძე






Saturday, April 5, 2014


                                ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო         ა ქ ც ი ა


              2014 წლის 17 მარტიდან - 10 აპრილამდე კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში- შევუნარჩუნოთ 3 წლის ლიზი ყაველაშვილს სიცოცხლე!
კლუბის წევრები და მეურვე, გავესაუბრეთ ჩვენი სკოლის პედაგოგ მანანა წერეთელს, ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.(ლიზი მისი დის შვილისშვილია).
 დავადგინეთ, რომ: სამწუხაროდ, ბავშვს კუდუსუნზე სიმსივნე აღმოაჩნდა. მას 6-ჯერ გაუკეთდა ქიმია. ამით ექიმებმა შეუმსუბუქეს ტკივილები, მაგრამ იგი რომ განიკურნოს საჭიროა ოპერაცია.
         ოპერაციის გაკეთებას მხოლოდ ისრაელში დათანხმდნენ. რომლისთვისაც 40 000$ საჭირო. ლიზის მშობლებს არ აქვთ საშუალება იხსნან შვილის სიცოცხლე და იმედი აქვთ კეთილი ადამიანების! ამიტომ ჩავერთეთ ამ საქმეში და შევადგინეთ სამოქმედო გეგმა. გავინაწილეთ დავალებები, მასში ჩვენთან ერთად ჩართულია სკოლის დირექცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა.
       კლუბის მეურვე - ქეთევან მჭედლიძე, თანხას შეაგროვებს პედაგოგებში, ხოლო კლუბის წევრები და მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეებში, მშობლებსა და საზოგადოებაში.