№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Thursday, December 19, 2013

                                  შხვედრა ქ.რუსთავის #17 სკოლაში

           16 დეკემბერს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მრგვალი მაგიდა,სადაც მოწვეული იყო ინკლუზიური მოსწავლეების განათლების კოორდინატორი ნონა ბერუაშვილი,ასევე ესწრებოდნენ #5 და #12 საჯარო სკოლები. ჩვენი კლუბიდან ესწრებოდნენ თათია აბეწვაშვილი და სალომე ბაკაშვილი. მოსწავლეებს ჩატარებული ჰქონდათ კვლევა თემაზე ,,რა უშლის ხელს ინკლუზიური მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში''.  შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, იმსჯელეს მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და აგრეთვე მშობლბმა ამ საკითხთან დაკავშირებით. მომავლისთვის დაგეგმეს კიდევ ერთი აქტივობა,რომელიც ერთ-ერთის ინიციატივით წამოვიდა.


Wednesday, December 18, 2013

                                         
                                              12.12.2013 ღია გაკვეთილი

     ქ.რუსთავის #5 საჯაო სკოლის მე9 კლასში,სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს (მე9, მე12 კლასელებისთვის) ავტორი,სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქალბატონი-ნინო ბესელია.

გაკვეთილის თემა__თვითმმართველობა საჯარო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში.

პედაგოგი__ქეთევან მჭედლიძე.

მიზანი__საჯარო სკოლაში თვითმმართველობათა განხორციელების გახსენება და        გაანალიზება.

    გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მარიკა შარიქაძე. გაკვეთილი შეფასდა,როგორც დამსწრეთა მიერ, ასევე მოსწავლეების მიერ. გაირკვა, რომ ასეთი სახელმძღვანელოები საშუალებას იძლევა უფრო ფართოდ და სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი ნებისმიერი საკითხი. გაკვეთილით მოსწავლეებმა სიღრმისეულად გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგეს როდის და რატომ უნდა მიმართონ  მათ, შეადგინონ პროექტები და მათთან ერთად გადაჭრან პრობლემები.
      საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენს ირგვლივ ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას მოზარდების აქტიური მონაწილეობით.        









                                             

                                                   11.12.2013

         11 დეკემბერს  #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 2 წევრი- თათია აბეწვაშვილი და სალომე ბაკაშვილი  შეუერთდა #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ''თემიდას'', მათ მოინახულეს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა(სოფელ სამგორში), კლუბის წევრებმა ინფორმაცია შეიძინეს ნარჩენების გადამუშავების პრინციპზე,რომელიც გააცნო კომპანიის დირექტორმა ხათუნა გუგეშაშვილმა. ჩვენი კლუბის წევრებმა  ეს ინფორმაცია ჩვენ გადმოგვცეს, რითაც ცოდნა გავიღრმავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კომპანიის დირექტორმა გაგვაცნო სამომავლო გეგმა და შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

Wednesday, December 11, 2013

                                               09.12.2013


               ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით, ჩატარდა  ღია გაკვეთილი.  გაკვეთილს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე - პედაგოგი ქეთევან მჭედლიძე.

              გაკვეთილის თემა__ ბავშვთა უფლებების დაცვა.

              დეფინიცია__ლტოლვილები და ემიგრაცია.

              მიზანი___ამპათიის უნარის განვითარება მოზარდებში.

              გამოყენებული რსურსები __ კლასგარეშე სახელმძღვანელო ,,სწავლება      დოკუმენტური ფილმების მიხედვით'' და დოკუმენტური ფილმი ,,ჰაბიბოლა''.
 გაკვეთილს ესწრებოდა __ ქვემო ქართლის კოორდინატორი ქალბატონი ირინა მელქაძე-გელაშვილი და #5 საჯარო სკოლის პედაგოგები.






Monday, December 9, 2013

                                   

                                                   07.12.2013

         ამა წლის 7 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო ახალგაზრდული ფორუმის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლიდან. ასევე  ჩვენი კლუბის 2 წევრი ლიკა კაპანაძე, მარიამ კახურიშვილი და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან მჭედლიძე. იქ მყოფმა მოსწავლეებმა შეიმუშავეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ინიციატივები და დაისახეს მიზნან პრობლემის გადაჭრის გზები, რომელთაც თვალყურს ადევნებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წევრები,მათ მოეწონათ ახალგაზრდებოს დასახული მიზნები და წარმატებები უსურვეს მათ მომავლისთვის.