№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Saturday, May 17, 2014

           
                                                 ფოკუს ჯგუფის შეხვედრა

             2014წლის 16 მაისს - არასამთავრობო ორგანიზაცია  ''სიქას'' ძველ ოფისში შედგა
12 კაციანი ფოკუს ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც მოხდა მონიტორინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების 4 წლიანი პროგრამის მუშაობისა.
            ფოკუს ჯგუფში არის გაწევრიანებული  #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე - ქეთევან მძედლიძე და პროგრამაში ჩართული სამოქალაქო განათლების აქტიური პედაგოგი - მირანდა ბორცვაძე.

           შეხვედრას უძღვებოდა - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი -  თინათინ მანია .
  




      მე-5 საჯარო სკოლის-სამოქალაქო განათლების კლუბის ანგარიში

    განათლება ყველასათვის - საქართველო საერთაშორისო კვირეულში 4-10 მაისი 2014 წ.
       ჩართულობის შესახებ :
1-4 მაისი 2014წ__ სკოლის ყველაზეე საჩინო ადგილას გამოიკრა პოსტერი -
                           საერთაშორისო კვირეულის პროგრამა,რომელსაც გაეცნო სკოლის თემი;
2-5 მაისი 2014 წ__ჩატარდა 2 გაკვეთილი მე-9  და  მე-9 კლასებში.
                                თემა :  გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული                                                                 შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია,
                                მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ  კონვენციას და განეწყნენ                                         ემპათიით ;

3-8 მაისი 2014 წ__ სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა მოაწყო - ვიდეო                                                     ფილმების ჩვენება და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი აქცია                                    თავისი პოსტერებით.



        


                  2014წლის   3 მაისს  - დიდუბის მე-3 საგამოფენო პავილიონში  შედგა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური შემაჯამებელი ფორუმი,

რომელშიც მონაწილეობდა  ქ.რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძე.



      

                              ბ ა ნ ა კ ი


                  2014წლის 26მაისიდან 1 მაისამდე შედგა „სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკი 2014.“
                  ბანაკი ჩატარდა ქ. წყალტუბოს სასტუმრო „წყალტუბო სპა  რესორტის „ ბაზაზე .
         მიზანი:  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადება , სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და გააქტიურება-მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.  სათემო პროექტების შემუშავება და განხორციელება .
            ბანაკში მონაწილეობა მიიღო  მე-5 საჯარო სკოლის , სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მარიამ კახურაშვილმა და მიეცა დამადასტურებელი სერთიფიკატი. 
            ბანაკი ინტერნაციონალური შემადგენლობით გამოირჩეოდა მასში მონაწილეობას ღებულობდა აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებიც.