№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Monday, May 27, 2013

                                    ლეონიძის პარკის რეაბილიტაციის პროექტი

                     25 მაისს ჩატარდა ფორუმში გამარჯვებული პროექტის მე-2 ეტაპის განხორციელება, ეს ნაბიჯი მოიცავდა ლეონიძის სკვერის დასუფთავებას,თავი მოიყარეს სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა,ასევე მოსული იყო ქვემო ქართლის ტელევიზია და დააფიქსირეს დალაგების პროცესი... იმედი გვაქვს ეს პროექტი წარმატებულად დასრულდება!

Thursday, May 16, 2013

                                                         რა? სად? როდის?
                 15 მაისს USAID-ის ოფისში გაიმართა შეხვედრა,  ჩვენი კლუბიდან ესწრებოდა ერთ-ერთი აქტიური წევრი.სადაც  ცნობილი და საინტერესო  ტელეპროექტის ,,რა? სად? როდის?'' წამყვანი გიორგი მოსიძე იმყოფებოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ძირითადად ამ ტელეგადაცემის  წარმომავლობასა და პოპულარიზაციაზე, ასევე იმ სირთულეებზეც რომელიც ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა,მიუხედავად ამისა ჩვენამდე მოღწევა მოხერხდა, კონფერენციის პერიოდში მოხდა კითხვების დასმაც,რამაც ამომწურავი გახადა ინფორმაცია და ბოლოს სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ჩვენი კლუბი მოხარულია ამ შეხვედრით და დიდ მადლობას ვუხდით ,,სიქას'' ესეთი საინტერესო შეხვედრისთვის.
                                                ნიჭიერების ფესტივალი
                     14 მაისს გაიმართა შეხვედრა ქ.რუსთავის  #17 საჯარო სკოლაში,ჩვენი კლუბის სახელით ვიყავით 2 ბავშვი სადაც მოხდა გაცნობა პროექტის ,,ნიჭიერების ფესტივალი''.ჩვენ გავაცანის ეს პროექტი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათი მხრიდან წამოვიდა დიდი ინიციატივა რაზეც მოხარული ვართ.ფესტივალი გაიმართება მე17 მკრ-ში არსებულ ბარ ,,shark''-ში. #5 საჯარო სკოლიდან უკვე შერჩეული იქნა ბავშვები რომლებსაც სურვილი აქვთ ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, მათ უკვე გაიარეს რეგისტრაცია და მზად არიან წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. პროექტის  მიზანია: ახალგაზრდა ნიჭიერების აღმოჩენა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. იმედია წარმატებით ჩაივლის ,,ნიჭიერების ფესტივალი''.