ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა
7 ნოემბერს მოეწყო შეხვედრა მერის პირველ მოადგილე გიგი ტაბატაძესთან,მთავარი თემა იყო ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია. სადაც ჩვენი კლუბის ერთ-ერთი სამოქალაქო განათლების და ასევე პროექტის ინიციატორი ანა გვაზავა იმყოფებოდა. ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქას მიერ. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. ესწრბოდნენ ქ.რუსთავის სხვა სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებიც. სკვერის რეაბილიტაცია მდგომარეობს შემდეგში:
დაიდგმება განათებები,საბავშვო გასართობი ადგილები.ქუჩის ტრენაჯორები,ასევე გაიყვანენ სარწყავ სისტემას,რითაც მოხდება ნერგების უზრუნველყოფა,რადგან არ მოხდეს მსხვილფეხა საქონლის შესვლა. პარკში დაიდგმება ურნეები,აიკრძალება ალკოჰოლური სასმელი.
ამავე შეხვედრაზე,პარკის ტერიტორიაზე 23 ნოემბერს დაიგეგმა გამწვანების აქცია, სადაც ნებისმიერ მსურველ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისი წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქის ან რუსთავის განახლებაში. იმედი გვაქვს ამ პროექტს არაფერი დაბრკოლება არ აღუდგება წინ და მალე ვიხილავთ გალამაზებულ და გამწვანებულ პარკს რუსთავში.