№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Thursday, April 18, 2013

                   რეპრესირებულები და რეაბილიტირებულები ჩვენს გვერდით
         2013 წლის 17 აპრილს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ ქეთევან მჭედლიძემ კლუბის წევრებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა საქალაქო პროექტი გაკვეთილი ''რეპრესირებული ადამიანები და მათი შთამომავლები ჩვენს ირგვლივ.''
       გაკვეთილის მიზანი: სკოლის თემში რეპრესირებული ადამიანების ოჯახების გამოვლენა და ამ საფუძველზე კვლევის ჩატარება სასწავლო მასალის შექმნა და მათი პოპულარიზაცია.
      1) გაკვეთილის მოკლე აღწერილობა შესავალი: რას ნიშნავს რეპრესიები,როდის, ვისგან და რა ფორმით ხორციელდებოდა იგი. 2)დოკუმენტური ფილმის ''დაკარგული ისტორია '' ჩვენება. 3) მოსწავლეთა მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების პრეზენტაცია (დისკზე გადმოტანილი ექსპონატების სურათები ''ოკუპაციის მუზეუმიდან,'' სტენდები, ბუკლეტები, ელექტრონული გვერდი.4) მოსწავლეთა მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოძიებული მასალის წარმოდგენა. (რესპოდენტების:ლალი დვალიშვილის, დარეჯან ცუცქირიძის, ლიანა ხეჩიაშვილის, მანანა ვარდოსანიძის, ნათელა მერაბიშვილის, მარიამ შოთაძის ნაამბობი)
           გაკვეთილის შჯამება მოახდინეს სკოლის სასწავლო ნაწილმა_მარიკა შარიქაძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა_ლალი დვალიშვილმა, გაკვეთილის ავტორმა ქეთევან მჭედლიძემ და საქართველის ისტორიის ასოციაცია ''ევროკლიოს'' ქვემო ქართლის კოორდინატორმა_მანანა ხავთასმა.
  გაკვეთილში მონაწილეობდა კლუბის 16 წევრი.
         ვურთავთ ფოტო და ვიდეო მასალას ..


http://www.facebook.com/profile.php?id=100005442153796&fref=ts << ესარის ჩველი კლუბის გაკეთებული გვერდი,რომელსაც მოყვა უამრავი გამოხმაურება.











Friday, April 12, 2013


                                             ,, ჩვენი კლუბის ოთახი’’
     12 აპრილს სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა
დაინტერესებულთა პირთათვის თუ სად ვიკრიბებით, ვმუშაობთ და ვგეგმავთ ამა თუ იმ აქტივობებს. ეხლა კი წარმოგიდგენთ მას :













Wednesday, March 27, 2013

      სამოქალაქო და ეკოლოგიური კლუბების ურთიერთთანამშრომლობა                    

                                      ერთად დავამარცხოთ ლეიკემია 

                  2013 წლის თებერვალში ეკოლოგიურმა და სამოქალაქო კლუბმა განახორციელა პროექტი ,,ერთად ვებრძოლოთ ლეიკემიას'' კლუბის წევრებმა ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია შეაგროვეს საჩუქრები, ფულადი თანხა და შემდეგ ეწვივნენ იაშვილის სახელობის ლეიკემიის ცენტრს, შემდეგ  ფულადი თანხა და საჩუქრები გადასცეს დაავადებულების მშობლებს, კარანტინის გამო. თუმცა კომუნიკაცია შედგა სხვა ფორმით. კლუბების თხოვნით პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლაში არსებულმა მოსწავლეთა ანსამბლმა,  რომლმაც კონცერტი ჩაატარა კლინიკის ეზოში და დაავადებულები მხოლოდ ფანჯრიდან უყურებდნენ მათთვის მიძღვნილ ღონისძიებას. იყო ოვაციები და დიდი კმაყოფილება დაავადებულთა მხრიდან.








Monday, March 25, 2013

                   22 მარტს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები დავესწარით ’’რუსთავის      ახალგაზრდული ფორუმის’’ პრეზენტაციას. რომლის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა აქტივობებში.








                                           ვიზიტი ტელემაუწყებლობა რუსთავი 2-ში 



                     2013 წლის 16 თებერვალს სამოქალაქო განათლების კლუბი ეწვია ტელემაუწყებლობა რუსთავი 2. მიზანი: საინფორმაციო საშუალებების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
                                              ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
             2013 წლის 26 იანვარს კლუბმა განახორციელა ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განყოფილება ოკუპაციის მუზეუმი. ვიზიტის მიზანი იყო ნივთიერი მასალის გაცნობა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. რითითაც კლუბის წევრები კმაყოფილი დარჩნენ და ბევრი საინტერესო რამ გაიგეს.