ჩვენ სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად არსებობს ასევე დებატ-კლუბი.რამდენიმე ბავშვმა გამოთქვა სურვილი გაწევრიანებულიყო ამ კლუბში და უკვე გამოცდილმა მოდებატეეებმა(ნანა ლობჟანიძემ, სალომე მაისურაძემ, ნინო კვირიკაშვილმა) მათ ჩაუტარეს ტრენინგები "კარლ პოპერის" სტილის დებატში, ეს ბავშვები ასევე დაესწრნენ "სიქა"-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირს და გამოთქვეს შემდეგ ტურნირში მონაწილეობის სურვილი.
დღეს ჩვენს დებატ-კლუბის ოთახში ჩავატარეთ დებატი. მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის ახალმა წევრებმა, ხოლო გამოცდილმა მოდებატეებმა მსაჯების ფუნქცია შეითავსეს,ასევე გვეხმარებოდა ჩვენი კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძე. დებატი მიმდინარეობდა თემაზე "სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დამნაშავეები ერთნაირად უნდა დაისაჯონ".გაიმარჯვა უარმყოფელმა გუნდმა.
დღევანდელი დღის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების მიღება, რათა ამ ბავშვებმა უკეთ შეისწავლონ დებატის სტრუქტურა და შეძლონ შემდეგ ტურნირში მონაწილეობა.
დებატმა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა და რაც მთავარია, მონაწილეებს გაუღვივა ინტერესი ამ საკითხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგში ეს მოსწავლეები წარმატებულად იასპარეზებენ დებატების ტურნირში.
No comments:
Post a Comment