23 თებერვალს,"სიქას" ორგანიზებით, რუსთავის, კრწანისის, გარდაბნისა და გამარჯვების სამოქალაქო კლუბების 21 აქტიური წევრი იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. მათ შორის ვიყავით ჩვენი კლუბის ორი წევრი. ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი. დავათვალიერეთ საკანცელარიო და ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგად მიგვიღეს. შეხვედრის დასასრულს ჩვენმა მასპინძელმა იუსტიციის სახლში, დავით მაისურაძემ გააკეთა მოკლე პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შესახებ, გაგვაცნო სტუდენტური პროგრამები, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ ვესტუმრეთ რუსთავის იუსტიციის სახლს, სადაც ასევე დეტალურად გაგვაცნეს მომსახურების სფეროები და მათი მუშაობის პრინციპი. განსაკუთრებით მოგვეწონა იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელიც შესასვლელში იდგა და მუდმივად იღიმოდა :). ამ ვიზიტის შემდეგ სიქას ოფისში შევაჯამეთ დღე და გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. როგორც აღმოჩნდა, ამ დღით ყველა კმაყოფილი იყო. რათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები და ძალიან ვისიამოვნეთ ამ ვიზიტით. ძალიან დიდი მადლობა "სიქას" ამ ღონისძიებისათვის, თქვენ ყოველთვის ახერხებთ ჩვენს დაინტერესებას.
P.S. იმედი გვაქვს,რომ ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა :)
P.S. იმედი გვაქვს,რომ ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა :)
No comments:
Post a Comment