№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Monday, October 21, 2013

     
                                           კიდევ ერთი აქტიური დღე

      ქ.რუსთავის #5 სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ''In Re-action'' 2013 წლის 17 ოქტომბერს შეუერთდა ერთ ერთ პროექტს.
   აქტივობა__  ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ვიქტორინა-                              კონკუსში -  „ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია“.
                            რომელიც  მიძღვნილი გახლდათ რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით.
მიზანი   -  პიროვნული განვითარება.   
  მისაღწევი შედეგები__საკუთარი პიროვნული მისწრაფებებისა და ინტერესების გაანალიზება.
                      საკუთარი ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებაში :
     ვიქტორინაში მონაწილეობდა ქალაქის ოცამდე სკოლა. ჩვენმა გუნდმა მოიპოვა მე-6 ადგილი 35 ქულუთ . შეირჩა 5 გუნდი მე-2 ტურისათვის და ჩვენ აღმოვჩნდით მე-6 ადგილზე. წარმატებას მცირედით ავცდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საკუთარი განვითარების მიზნით.მშობლიური ქალაქის  ისტორიის სიღრმისეულად შესწავლისათვის. რითაც ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა აღვასრულეთ.    არჩევანი ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა ღირებულებებზე დაფუძნებული შეფასების შედეგი იყო.ჩვენ ამ შემთხვევაში ვმსჯელობთ ქალაქზე როგორც საზოგადოებისათვის ძირითად ღირებილებასა და ადამიანისათვის მნიშვნელოვან გარემოზე.
   ამიტომაც ,საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად , გააზრებულად და აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა  მშობლიური ქალაქის  დღესასაწაულისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.




No comments:

Post a Comment