12.12.2013 ღია გაკვეთილი
ქ.რუსთავის #5 საჯაო სკოლის მე9 კლასში,სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს (მე9, მე12 კლასელებისთვის) ავტორი,სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქალბატონი-ნინო ბესელია.
გაკვეთილის თემა__თვითმმართველობა საჯარო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში.
პედაგოგი__ქეთევან მჭედლიძე.
მიზანი__საჯარო სკოლაში თვითმმართველობათა განხორციელების გახსენება და გაანალიზება.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მარიკა შარიქაძე. გაკვეთილი შეფასდა,როგორც დამსწრეთა მიერ, ასევე მოსწავლეების მიერ. გაირკვა, რომ ასეთი სახელმძღვანელოები საშუალებას იძლევა უფრო ფართოდ და სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი ნებისმიერი საკითხი. გაკვეთილით მოსწავლეებმა სიღრმისეულად გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგეს როდის და რატომ უნდა მიმართონ მათ, შეადგინონ პროექტები და მათთან ერთად გადაჭრან პრობლემები.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენს ირგვლივ ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას მოზარდების აქტიური მონაწილეობით.
No comments:
Post a Comment