ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი
2014წლის 10 აპრილს ქ.რუსთავის სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ გაიმართა „სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის „ ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი“,რომელსაც ორგანიზება გაუკეთა სიქამ.
ფორუმზე მოხდა ბანაკის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სათემო პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაცია მოისმინა ქალაქის მერმა - დავით ჯიქიამ და მერიის სამსახურის წარმომადგენლობამ.
ფორუმს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე- ქეთევან მჭედლიძე და 3 წევრი : მარიამ კახურაშვილი , მარიამ ჯოხარიძე და კულიჯანაშვილი მარი.