ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო ა ქ ც ი ა
2014 წლის 17 მარტიდან - 10 აპრილამდე კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში- შევუნარჩუნოთ 3 წლის ლიზი ყაველაშვილს სიცოცხლე!
კლუბის წევრები და მეურვე, გავესაუბრეთ ჩვენი სკოლის პედაგოგ მანანა წერეთელს, ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.(ლიზი მისი დის შვილისშვილია).
დავადგინეთ, რომ: სამწუხაროდ, ბავშვს კუდუსუნზე სიმსივნე აღმოაჩნდა. მას 6-ჯერ გაუკეთდა ქიმია. ამით ექიმებმა შეუმსუბუქეს ტკივილები, მაგრამ იგი რომ განიკურნოს საჭიროა ოპერაცია.
ოპერაციის გაკეთებას მხოლოდ ისრაელში დათანხმდნენ. რომლისთვისაც 40 000$ საჭირო. ლიზის მშობლებს არ აქვთ საშუალება იხსნან შვილის სიცოცხლე და იმედი აქვთ კეთილი ადამიანების! ამიტომ ჩავერთეთ ამ საქმეში და შევადგინეთ სამოქმედო გეგმა. გავინაწილეთ დავალებები, მასში ჩვენთან ერთად ჩართულია სკოლის დირექცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა.
კლუბის მეურვე - ქეთევან მჭედლიძე, თანხას შეაგროვებს პედაგოგებში, ხოლო კლუბის წევრები და მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეებში, მშობლებსა და საზოგადოებაში.
No comments:
Post a Comment