№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Monday, October 21, 2013

     
                                           კიდევ ერთი აქტიური დღე

      ქ.რუსთავის #5 სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ''In Re-action'' 2013 წლის 17 ოქტომბერს შეუერთდა ერთ ერთ პროექტს.
   აქტივობა__  ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ვიქტორინა-                              კონკუსში -  „ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია“.
                            რომელიც  მიძღვნილი გახლდათ რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით.
მიზანი   -  პიროვნული განვითარება.   
  მისაღწევი შედეგები__საკუთარი პიროვნული მისწრაფებებისა და ინტერესების გაანალიზება.
                      საკუთარი ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებაში :
     ვიქტორინაში მონაწილეობდა ქალაქის ოცამდე სკოლა. ჩვენმა გუნდმა მოიპოვა მე-6 ადგილი 35 ქულუთ . შეირჩა 5 გუნდი მე-2 ტურისათვის და ჩვენ აღმოვჩნდით მე-6 ადგილზე. წარმატებას მცირედით ავცდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საკუთარი განვითარების მიზნით.მშობლიური ქალაქის  ისტორიის სიღრმისეულად შესწავლისათვის. რითაც ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა აღვასრულეთ.    არჩევანი ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა ღირებულებებზე დაფუძნებული შეფასების შედეგი იყო.ჩვენ ამ შემთხვევაში ვმსჯელობთ ქალაქზე როგორც საზოგადოებისათვის ძირითად ღირებილებასა და ადამიანისათვის მნიშვნელოვან გარემოზე.
   ამიტომაც ,საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად , გააზრებულად და აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა  მშობლიური ქალაქის  დღესასაწაულისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.




Wednesday, October 2, 2013


           ქ.რუსთავის #5 საჯარო სკლოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის სამუშაო გეგმა 2013-2014 სასწავლო წლის მანძილძე.
         
სამოქალაქო კლუბის მიერ თვითმმართველობასთან ან ბიზნეს სექტორთან ინიციატივით მიმართვა:

1.საინფორმაციო–საკომუნიკაციო ვიზიტი ქალაქის მერთან.
2.სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ნარგავებით გამდიდრებისათვის, ნარგავების მოთხოვნით გამწვანების სამსახურში ვიზიტი.
3.მერიის კულტურისა და მეცნიერების განყოფილებაში მიმართვა საცნობარო–საინფორმაციო ლიტერატურით.
იხილეთ სრულად ქვემოთ მოცემულ ლინკზე :))
https://docs.google.com/viewer?a=v&pid=gmail&attid=0.1&thid=1416e8b4fe6d19f1&mt=application/vnd.openxmlformats-officedocument.wordprocessingml.document&url=https://mail.google.com/mail/?ui%3D2%26ik%3Dcb55ac5916%26view%3Datt%26th%3D1416e8b4fe6d19f1%26attid%3D0.1%26disp%3Dsafe%26realattid%3Df_hm7lchzc1%26zw&sig=AHIEtbQo9H3a3O86tC-XkKP0ianbFgBCIg

Saturday, September 28, 2013

                                         

                                       შეხვედრა ქ.რუსთავის  #2 საჯარო სკოლაში 

                   მცირე პაუზის შემდეგ #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი in Re-action ისევ აგრძელებს ჩართვას აქტივობებში. 27 სექტემბერს ვესტუმრეთ #2 საჯარო სკოლას,სადაც წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი მოსწავლის პროექტი სახელწოდებით ,,აქტიური მოქალაქე-დემოკრატიული ფასეულობები'', რომელმაც წარმატებას მიაღწია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსთავის სხვა სკოლები. ასევე იქ იმყოფებოდნენ არასამთავრებო ორგანიზაციის GYE-ის ლიდერები,რომლებმაც შემოგვთავაზეს პროექტში ჩართვა,რომლის მიზანია: სამოქალაქო განათლების ცოდნის ინფორმირება საზოგადოებაში. ამისათვის ჩვენ ვიმსჯელეთ როგორ უნდა გაგვეხორციელებია ჩვენი მიზანი.პროექტს მხარს უჭერს PHinternational და USAID. ვფიქრობ,რომ ეს შეხვედრა წარმატებული იყო,რადგან აქტიურად ჩაერთო იქ მყოფი ყველა სკოლა. იმედია ასევე წარმატებით დასრულდება ეს პროექტი .

Monday, May 27, 2013

                                    ლეონიძის პარკის რეაბილიტაციის პროექტი

                     25 მაისს ჩატარდა ფორუმში გამარჯვებული პროექტის მე-2 ეტაპის განხორციელება, ეს ნაბიჯი მოიცავდა ლეონიძის სკვერის დასუფთავებას,თავი მოიყარეს სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა,ასევე მოსული იყო ქვემო ქართლის ტელევიზია და დააფიქსირეს დალაგების პროცესი... იმედი გვაქვს ეს პროექტი წარმატებულად დასრულდება!

Thursday, May 16, 2013

                                                         რა? სად? როდის?
                 15 მაისს USAID-ის ოფისში გაიმართა შეხვედრა,  ჩვენი კლუბიდან ესწრებოდა ერთ-ერთი აქტიური წევრი.სადაც  ცნობილი და საინტერესო  ტელეპროექტის ,,რა? სად? როდის?'' წამყვანი გიორგი მოსიძე იმყოფებოდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ძირითადად ამ ტელეგადაცემის  წარმომავლობასა და პოპულარიზაციაზე, ასევე იმ სირთულეებზეც რომელიც ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა,მიუხედავად ამისა ჩვენამდე მოღწევა მოხერხდა, კონფერენციის პერიოდში მოხდა კითხვების დასმაც,რამაც ამომწურავი გახადა ინფორმაცია და ბოლოს სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ჩვენი კლუბი მოხარულია ამ შეხვედრით და დიდ მადლობას ვუხდით ,,სიქას'' ესეთი საინტერესო შეხვედრისთვის.
                                                ნიჭიერების ფესტივალი
                     14 მაისს გაიმართა შეხვედრა ქ.რუსთავის  #17 საჯარო სკოლაში,ჩვენი კლუბის სახელით ვიყავით 2 ბავშვი სადაც მოხდა გაცნობა პროექტის ,,ნიჭიერების ფესტივალი''.ჩვენ გავაცანის ეს პროექტი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათი მხრიდან წამოვიდა დიდი ინიციატივა რაზეც მოხარული ვართ.ფესტივალი გაიმართება მე17 მკრ-ში არსებულ ბარ ,,shark''-ში. #5 საჯარო სკოლიდან უკვე შერჩეული იქნა ბავშვები რომლებსაც სურვილი აქვთ ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, მათ უკვე გაიარეს რეგისტრაცია და მზად არიან წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. პროექტის  მიზანია: ახალგაზრდა ნიჭიერების აღმოჩენა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. იმედია წარმატებით ჩაივლის ,,ნიჭიერების ფესტივალი''.

Monday, April 29, 2013

                                ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა
                2013 წლის 25-27 აპრილს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში გაიმართა ’’ახალგაზრდული ფორუმი.’’ პროგრამას  მხარს უჭერს ’’საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.’’ საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ’’სიქა’’ წარმოადგენს პროგრამის პარტნიო ორგანიზაციას . ფორუმს ესწრებოდა ქ.რუსთავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი ანა გვაზავა,რომლის პროექტმაც გაიმარჯვა და მას გადაეცა სიგელი.
    პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა.’’

    მიზანი : შევქმნათ უსაფრთხო  და სასიამოვნო გარემო განტვირთვისთვის.

    განხორციელების გზები : ტერიტორიის შესწავლა, დასუფთავება, რესურსების
                                                        ზუსტი განსაზღვრა, რესურსების მოძიება.

    სამიზნე აუდიტორია : მოხუცები,ახალგაზრდები, ბავშვები.

    მხარდამჭერები : თვითმმართველობა, კერძო ბიზმესმენი.