№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო

WELCOME!

მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)

Wednesday, December 11, 2013

                                               09.12.2013


               ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით, ჩატარდა  ღია გაკვეთილი.  გაკვეთილს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე - პედაგოგი ქეთევან მჭედლიძე.

              გაკვეთილის თემა__ ბავშვთა უფლებების დაცვა.

              დეფინიცია__ლტოლვილები და ემიგრაცია.

              მიზანი___ამპათიის უნარის განვითარება მოზარდებში.

              გამოყენებული რსურსები __ კლასგარეშე სახელმძღვანელო ,,სწავლება      დოკუმენტური ფილმების მიხედვით'' და დოკუმენტური ფილმი ,,ჰაბიბოლა''.
 გაკვეთილს ესწრებოდა __ ქვემო ქართლის კოორდინატორი ქალბატონი ირინა მელქაძე-გელაშვილი და #5 საჯარო სკოლის პედაგოგები.






Monday, December 9, 2013

                                   

                                                   07.12.2013

         ამა წლის 7 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო ახალგაზრდული ფორუმის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლიდან. ასევე  ჩვენი კლუბის 2 წევრი ლიკა კაპანაძე, მარიამ კახურიშვილი და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან მჭედლიძე. იქ მყოფმა მოსწავლეებმა შეიმუშავეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ინიციატივები და დაისახეს მიზნან პრობლემის გადაჭრის გზები, რომელთაც თვალყურს ადევნებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წევრები,მათ მოეწონათ ახალგაზრდებოს დასახული მიზნები და წარმატებები უსურვეს მათ მომავლისთვის.




Saturday, November 9, 2013

                                             ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა

               7 ნოემბერს მოეწყო შეხვედრა მერის პირველ მოადგილე გიგი ტაბატაძესთან,მთავარი თემა იყო ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია. სადაც ჩვენი კლუბის ერთ-ერთი სამოქალაქო განათლების და ასევე პროექტის ინიციატორი ანა გვაზავა იმყოფებოდა. ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქას მიერ. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. ესწრბოდნენ ქ.რუსთავის სხვა სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებიც. სკვერის რეაბილიტაცია მდგომარეობს შემდეგში:
          დაიდგმება განათებები,საბავშვო გასართობი ადგილები.ქუჩის ტრენაჯორები,ასევე გაიყვანენ სარწყავ სისტემას,რითაც მოხდება ნერგების უზრუნველყოფა,რადგან არ მოხდეს მსხვილფეხა საქონლის შესვლა. პარკში დაიდგმება ურნეები,აიკრძალება ალკოჰოლური სასმელი.
           ამავე შეხვედრაზე,პარკის ტერიტორიაზე 23 ნოემბერს დაიგეგმა გამწვანების აქცია, სადაც ნებისმიერ მსურველ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისი წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქის ან რუსთავის განახლებაში. იმედი გვაქვს ამ პროექტს არაფერი დაბრკოლება არ აღუდგება წინ და მალე ვიხილავთ გალამაზებულ და გამწვანებულ პარკს რუსთავში.

       P.S. ეს არის პროექტი ,,ჩვენი გარემო,ჩვენი ქონებაა'', რომელის განხილვაც მოხდა 2013 წლის 25-27 აპრილს და დაწვრილებითი ინფორმაცია მაქვს ატვირთული ძველ პოსტში. :))









Thursday, October 31, 2013

               
                                              ნიჭიერის ჩაწერა

             2013 წლის 23 ოქტომბერს ქ.რუსთავის  #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, კლუბის მეურვის-ქეთევან მჭედლიძის ხელმძღვანელობით განახორციელა ვიზიტი რუსთავი 2-ის გადაღებაზე,რომელიც შედგა ქ.რუსთავის ავტოდრომზე. ჩაწერილ იქნა ნიჭიერის 5 ნომერი. ვიზიტში მონაწილეობდა კლუბის ოცივე წევრი. ღონისძიება ბევრის მომცემი აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის, რათა აქიურობა და საქმისკენ სწრაფვა ხელს უწყობს პიროვნულის შესაძლებლობების გაანალიზებაში,მომავალი საქმიანობის გეგმის შედგენასა და პროფესიის არჩევაში. 

Friday, October 25, 2013

                              ტრენინგი - ''ჯანმრთელი კვების კავშირი''


            19 ოქტომბერს ''სიქას'' ორგანიზებით მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ჩაატარეს ტრენინგი,რაც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს_ ''ჯანმრთელი კვების კავშირი''. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც რუსთავის,ასევე წალკის,გარდაბნის,მარნეულის,თეთრიწყაროს სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები. ასევე აღნიშნულ ტრენინგზე ესწრებოდა #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წევრი ქეთევან ყარალაშვილი.

Monday, October 21, 2013

     
                                           კიდევ ერთი აქტიური დღე

      ქ.რუსთავის #5 სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ''In Re-action'' 2013 წლის 17 ოქტომბერს შეუერთდა ერთ ერთ პროექტს.
   აქტივობა__  ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ვიქტორინა-                              კონკუსში -  „ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია“.
                            რომელიც  მიძღვნილი გახლდათ რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით.
მიზანი   -  პიროვნული განვითარება.   
  მისაღწევი შედეგები__საკუთარი პიროვნული მისწრაფებებისა და ინტერესების გაანალიზება.
                      საკუთარი ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებაში :
     ვიქტორინაში მონაწილეობდა ქალაქის ოცამდე სკოლა. ჩვენმა გუნდმა მოიპოვა მე-6 ადგილი 35 ქულუთ . შეირჩა 5 გუნდი მე-2 ტურისათვის და ჩვენ აღმოვჩნდით მე-6 ადგილზე. წარმატებას მცირედით ავცდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საკუთარი განვითარების მიზნით.მშობლიური ქალაქის  ისტორიის სიღრმისეულად შესწავლისათვის. რითაც ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა აღვასრულეთ.    არჩევანი ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა ღირებულებებზე დაფუძნებული შეფასების შედეგი იყო.ჩვენ ამ შემთხვევაში ვმსჯელობთ ქალაქზე როგორც საზოგადოებისათვის ძირითად ღირებილებასა და ადამიანისათვის მნიშვნელოვან გარემოზე.
   ამიტომაც ,საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად , გააზრებულად და აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა  მშობლიური ქალაქის  დღესასაწაულისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.




Wednesday, October 2, 2013


           ქ.რუსთავის #5 საჯარო სკლოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის სამუშაო გეგმა 2013-2014 სასწავლო წლის მანძილძე.
         
სამოქალაქო კლუბის მიერ თვითმმართველობასთან ან ბიზნეს სექტორთან ინიციატივით მიმართვა:

1.საინფორმაციო–საკომუნიკაციო ვიზიტი ქალაქის მერთან.
2.სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ნარგავებით გამდიდრებისათვის, ნარგავების მოთხოვნით გამწვანების სამსახურში ვიზიტი.
3.მერიის კულტურისა და მეცნიერების განყოფილებაში მიმართვა საცნობარო–საინფორმაციო ლიტერატურით.
იხილეთ სრულად ქვემოთ მოცემულ ლინკზე :))
https://docs.google.com/viewer?a=v&pid=gmail&attid=0.1&thid=1416e8b4fe6d19f1&mt=application/vnd.openxmlformats-officedocument.wordprocessingml.document&url=https://mail.google.com/mail/?ui%3D2%26ik%3Dcb55ac5916%26view%3Datt%26th%3D1416e8b4fe6d19f1%26attid%3D0.1%26disp%3Dsafe%26realattid%3Df_hm7lchzc1%26zw&sig=AHIEtbQo9H3a3O86tC-XkKP0ianbFgBCIg