№5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლოგო
WELCOME!
მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით ჩვენს ბლოგზე "in RE-action". იმედი გვაქვს არ მოიწყენთ :)
Sunday, March 22, 2015
1. 2014 წ. 13 . 08 საინფორმაციო შეხვედრა სემინარი USAID-ის რუთავის ოფისში,
რომელიც ჩაატარა - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა
სემინარს უძღვებოდა - საჯარო სამსახურების უფროსის მოადგილე
- მაია
დვალიშვილი .
თემა - საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში
შეხვედრას
ესწრებოდა მერიისა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები , სკოლის დირექტორები და
სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ქ,რუსთავის მე-5 საჯარო სკოლიდან დირექტორი - გელა
ჭიკაიძე და პედაგოგი - ქეთევან მჭედლიძე.
2. 2014წ. 6 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე
ჩატარდა ყოველწლიური კონკურსი - „ მე - ომბუდსმენი „ 2014
კონკუსში მონაწილეობა
მიიღო ქ.რუსთავის მე-5 საჯარო სკოლასთან არსებული
- სამოქალაქო განათლების კლუბის 3 ორწევრიანმა გუნდმა 1. მარიამ კახურაშვილი - მარიამ ჯოხარიძე
{მომავლის იმედი - პაროლი სამართლიანობა N477}
2. შალვა ზაზაძე -მარიამ ტივაძე {მუდამ მოქმედე3ბაში - პაროლი დემოკრატია N476
3.ანა მაზმიშვილი - სალომე ანთიძე [ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ - პაროლი ემპათია 478 }
Thursday, June 5, 2014
„მე - რუსთავის მომავალი„
2014წლის 28 მაისს სამოქალაქო განათლებისა და დებატკლუბის
წევრმა თათია აბეწვაშვილმა, კლუბის მეურვე ქეთევან მჭედლიძის ხელმძღვანელობით, გააკეთა
საპროექტო განაცხადი ,,რუსთავის ახალგაზრდული საკრებულოს“ მიერ ორგანიზებულ
კონფერენციაში -„ მე - რუსთავის მომავალი „
წარდგენილი პროექტის პრობლემა - „ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს„
პროექტის სახელწოდება - „ უსაფრთხო გადაადგილება - უსაფრთხო გადასასვლელები„
კონფერენციაში
მონაწილეობის პირობების მიხედვით პროექტი დაიწერა სადებატო ქეისის სტილში კერძოდ,ყურადღება მიექცა: პრობლემას , გადაჭრის გზებს და უპირატესობებს.
ნაშრომი მოწონებულ
იქნა და 2 ივნისს {კონფერენციის მე-2 ტურში} მოეწყო პრეზენტაცია . პრეზენტაციის შემდეგ თათია აბეწვაშვილს გადაეცა სერთიფიკატი
.
Saturday, May 17, 2014
ფოკუს ჯგუფის შეხვედრა
2014წლის 16 მაისს - არასამთავრობო ორგანიზაცია ''სიქას'' ძველ ოფისში შედგა
12 კაციანი ფოკუს ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც მოხდა
მონიტორინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების 4 წლიანი პროგრამის მუშაობისა.
ფოკუს ჯგუფში
არის გაწევრიანებული #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების
კლუბის მეურვე - ქეთევან მძედლიძე და პროგრამაში
ჩართული სამოქალაქო განათლების აქტიური პედაგოგი - მირანდა ბორცვაძე.
შეხვედრას უძღვებოდა
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი - თინათინ
მანია .
მე-5 საჯარო სკოლის-სამოქალაქო განათლების კლუბის ანგარიში
განათლება ყველასათვის - საქართველო საერთაშორისო კვირეულში 4-10 მაისი 2014 წ.
ჩართულობის შესახებ :
1-4 მაისი 2014წ__ სკოლის ყველაზეე
საჩინო ადგილას გამოიკრა პოსტერი -
საერთაშორისო კვირეულის პროგრამა,რომელსაც გაეცნო
სკოლის თემი;
2-5 მაისი 2014 წ__ჩატარდა 2 გაკვეთილი მე-9 გ და მე-9ბ
კლასებში.
თემა : გაეროს
2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენცია,
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ კონვენციას და განეწყნენ ემპათიით ;
3-8 მაისი
2014 წ__ სკოლის სამოქალაქო
განათლების კლუბმა მოაწყო - ვიდეო ფილმების
ჩვენება და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი აქცია თავისი პოსტერებით.
ბ ა ნ ა კ ი
2014წლის 26მაისიდან 1 მაისამდე შედგა „სამოქალაქო განათლების
საგაზაფხულო ბანაკი 2014.“
ბანაკი ჩატარდა ქ. წყალტუბოს სასტუმრო „წყალტუბო სპა რესორტის „ ბაზაზე .
მიზანი: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადება ,
სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება და გააქტიურება-მონაწილეობა დემოკრატიული
საზოგადოების მშენებლობის პროცესში. სათემო
პროექტების შემუშავება და განხორციელება .
ბანაკში მონაწილეობა
მიიღო მე-5 საჯარო სკოლის , სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მარიამ კახურაშვილმა და მიეცა დამადასტურებელი
სერთიფიკატი.
ბანაკი ინტერნაციონალური
შემადგენლობით გამოირჩეოდა მასში მონაწილეობას ღებულობდა აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებიც.
Wednesday, April 30, 2014
ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი
2014წლის 10 აპრილს ქ.რუსთავის სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ გაიმართა „სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის „ ქვემო ქართლის შემაჯამებელი ფორუმი“,რომელსაც ორგანიზება გაუკეთა სიქამ.
ფორუმზე მოხდა ბანაკის მონაწილე ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სათემო პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაცია მოისმინა ქალაქის მერმა - დავით ჯიქიამ და მერიის სამსახურის წარმომადგენლობამ.
ფორუმს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე- ქეთევან მჭედლიძე და 3 წევრი : მარიამ კახურაშვილი , მარიამ ჯოხარიძე და კულიჯანაშვილი მარი.
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
2014 წლოს 22 მარტს ქ.რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში ჩატარდა-
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური ღონისძიება
მოეწყო საჯარო პრეზენტაცია ფორუმის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, მიზნების, ამოცანებისა და სერვისების გაცნობა .
კონფერენციას ესწრებოდა კლუბის მეურვე - ქეთევან მჭედლიძე
Saturday, April 5, 2014
ს ა ქ ვ ე ლ მ ო ქ მ ე დ ო ა ქ ც ი ა
2014 წლის 17 მარტიდან - 10 აპრილამდე კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში- შევუნარჩუნოთ 3 წლის ლიზი ყაველაშვილს სიცოცხლე!
კლუბის წევრები და მეურვე, გავესაუბრეთ ჩვენი სკოლის პედაგოგ მანანა წერეთელს, ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.(ლიზი მისი დის შვილისშვილია).
დავადგინეთ, რომ: სამწუხაროდ, ბავშვს კუდუსუნზე სიმსივნე აღმოაჩნდა. მას 6-ჯერ გაუკეთდა ქიმია. ამით ექიმებმა შეუმსუბუქეს ტკივილები, მაგრამ იგი რომ განიკურნოს საჭიროა ოპერაცია.
ოპერაციის გაკეთებას მხოლოდ ისრაელში დათანხმდნენ. რომლისთვისაც 40 000$ საჭირო. ლიზის მშობლებს არ აქვთ საშუალება იხსნან შვილის სიცოცხლე და იმედი აქვთ კეთილი ადამიანების! ამიტომ ჩავერთეთ ამ საქმეში და შევადგინეთ სამოქმედო გეგმა. გავინაწილეთ დავალებები, მასში ჩვენთან ერთად ჩართულია სკოლის დირექცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა.
კლუბის მეურვე - ქეთევან მჭედლიძე, თანხას შეაგროვებს პედაგოგებში, ხოლო კლუბის წევრები და მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეებში, მშობლებსა და საზოგადოებაში.
Thursday, December 19, 2013
შხვედრა ქ.რუსთავის #17 სკოლაში
16 დეკემბერს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მრგვალი მაგიდა,სადაც მოწვეული იყო ინკლუზიური მოსწავლეების განათლების კოორდინატორი ნონა ბერუაშვილი,ასევე ესწრებოდნენ #5 და #12 საჯარო სკოლები. ჩვენი კლუბიდან ესწრებოდნენ თათია აბეწვაშვილი და სალომე ბაკაშვილი. მოსწავლეებს ჩატარებული ჰქონდათ კვლევა თემაზე ,,რა უშლის ხელს ინკლუზიური მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში''. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, იმსჯელეს მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და აგრეთვე მშობლბმა ამ საკითხთან დაკავშირებით. მომავლისთვის დაგეგმეს კიდევ ერთი აქტივობა,რომელიც ერთ-ერთის ინიციატივით წამოვიდა.
16 დეკემბერს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მრგვალი მაგიდა,სადაც მოწვეული იყო ინკლუზიური მოსწავლეების განათლების კოორდინატორი ნონა ბერუაშვილი,ასევე ესწრებოდნენ #5 და #12 საჯარო სკოლები. ჩვენი კლუბიდან ესწრებოდნენ თათია აბეწვაშვილი და სალომე ბაკაშვილი. მოსწავლეებს ჩატარებული ჰქონდათ კვლევა თემაზე ,,რა უშლის ხელს ინკლუზიური მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში''. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, იმსჯელეს მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და აგრეთვე მშობლბმა ამ საკითხთან დაკავშირებით. მომავლისთვის დაგეგმეს კიდევ ერთი აქტივობა,რომელიც ერთ-ერთის ინიციატივით წამოვიდა.
Wednesday, December 18, 2013
12.12.2013 ღია გაკვეთილი
ქ.რუსთავის #5 საჯაო სკოლის მე9 კლასში,სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს (მე9, მე12 კლასელებისთვის) ავტორი,სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქალბატონი-ნინო ბესელია.
გაკვეთილის თემა__თვითმმართველობა საჯარო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში.
პედაგოგი__ქეთევან მჭედლიძე.
მიზანი__საჯარო სკოლაში თვითმმართველობათა განხორციელების გახსენება და გაანალიზება.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მარიკა შარიქაძე. გაკვეთილი შეფასდა,როგორც დამსწრეთა მიერ, ასევე მოსწავლეების მიერ. გაირკვა, რომ ასეთი სახელმძღვანელოები საშუალებას იძლევა უფრო ფართოდ და სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი ნებისმიერი საკითხი. გაკვეთილით მოსწავლეებმა სიღრმისეულად გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგეს როდის და რატომ უნდა მიმართონ მათ, შეადგინონ პროექტები და მათთან ერთად გადაჭრან პრობლემები.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენს ირგვლივ ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრებას მოზარდების აქტიური მონაწილეობით.
11.12.2013
11 დეკემბერს #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 2 წევრი- თათია აბეწვაშვილი და სალომე ბაკაშვილი შეუერთდა #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ''თემიდას'', მათ მოინახულეს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა(სოფელ სამგორში), კლუბის წევრებმა ინფორმაცია შეიძინეს ნარჩენების გადამუშავების პრინციპზე,რომელიც გააცნო კომპანიის დირექტორმა ხათუნა გუგეშაშვილმა. ჩვენი კლუბის წევრებმა ეს ინფორმაცია ჩვენ გადმოგვცეს, რითაც ცოდნა გავიღრმავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კომპანიის დირექტორმა გაგვაცნო სამომავლო გეგმა და შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
Wednesday, December 11, 2013
09.12.2013
ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით, ჩატარდა ღია გაკვეთილი. გაკვეთილს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე - პედაგოგი ქეთევან მჭედლიძე.
გაკვეთილის თემა__ ბავშვთა უფლებების დაცვა.
დეფინიცია__ლტოლვილები და ემიგრაცია.
მიზანი___ამპათიის უნარის განვითარება მოზარდებში.
გამოყენებული რსურსები __ კლასგარეშე სახელმძღვანელო ,,სწავლება დოკუმენტური ფილმების მიხედვით'' და დოკუმენტური ფილმი ,,ჰაბიბოლა''.
გაკვეთილს ესწრებოდა __ ქვემო ქართლის კოორდინატორი ქალბატონი ირინა მელქაძე-გელაშვილი და #5 საჯარო სკოლის პედაგოგები.
ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების მონაწილეობით, ჩატარდა ღია გაკვეთილი. გაკვეთილს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე - პედაგოგი ქეთევან მჭედლიძე.
გაკვეთილის თემა__ ბავშვთა უფლებების დაცვა.
დეფინიცია__ლტოლვილები და ემიგრაცია.
მიზანი___ამპათიის უნარის განვითარება მოზარდებში.
გამოყენებული რსურსები __ კლასგარეშე სახელმძღვანელო ,,სწავლება დოკუმენტური ფილმების მიხედვით'' და დოკუმენტური ფილმი ,,ჰაბიბოლა''.
გაკვეთილს ესწრებოდა __ ქვემო ქართლის კოორდინატორი ქალბატონი ირინა მელქაძე-გელაშვილი და #5 საჯარო სკოლის პედაგოგები.
Monday, December 9, 2013
07.12.2013
ამა წლის 7 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო ახალგაზრდული ფორუმის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლიდან. ასევე ჩვენი კლუბის 2 წევრი ლიკა კაპანაძე, მარიამ კახურიშვილი და სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან მჭედლიძე. იქ მყოფმა მოსწავლეებმა შეიმუშავეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ინიციატივები და დაისახეს მიზნან პრობლემის გადაჭრის გზები, რომელთაც თვალყურს ადევნებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წევრები,მათ მოეწონათ ახალგაზრდებოს დასახული მიზნები და წარმატებები უსურვეს მათ მომავლისთვის.
Saturday, November 9, 2013
ჩვენი გარემო, ჩვენი ქონებაა
7 ნოემბერს მოეწყო შეხვედრა მერის პირველ მოადგილე გიგი ტაბატაძესთან,მთავარი თემა იყო ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია. სადაც ჩვენი კლუბის ერთ-ერთი სამოქალაქო განათლების და ასევე პროექტის ინიციატორი ანა გვაზავა იმყოფებოდა. ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქას მიერ. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. ესწრბოდნენ ქ.რუსთავის სხვა სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებიც. სკვერის რეაბილიტაცია მდგომარეობს შემდეგში:
დაიდგმება განათებები,საბავშვო გასართობი ადგილები.ქუჩის ტრენაჯორები,ასევე გაიყვანენ სარწყავ სისტემას,რითაც მოხდება ნერგების უზრუნველყოფა,რადგან არ მოხდეს მსხვილფეხა საქონლის შესვლა. პარკში დაიდგმება ურნეები,აიკრძალება ალკოჰოლური სასმელი.
ამავე შეხვედრაზე,პარკის ტერიტორიაზე 23 ნოემბერს დაიგეგმა გამწვანების აქცია, სადაც ნებისმიერ მსურველ ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისი წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქის ან რუსთავის განახლებაში. იმედი გვაქვს ამ პროექტს არაფერი დაბრკოლება არ აღუდგება წინ და მალე ვიხილავთ გალამაზებულ და გამწვანებულ პარკს რუსთავში.
Thursday, October 31, 2013
ნიჭიერის ჩაწერა
2013 წლის 23 ოქტომბერს ქ.რუსთავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, კლუბის მეურვის-ქეთევან მჭედლიძის ხელმძღვანელობით განახორციელა ვიზიტი რუსთავი 2-ის გადაღებაზე,რომელიც შედგა ქ.რუსთავის ავტოდრომზე. ჩაწერილ იქნა ნიჭიერის 5 ნომერი. ვიზიტში მონაწილეობდა კლუბის ოცივე წევრი. ღონისძიება ბევრის მომცემი აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის, რათა აქიურობა და საქმისკენ სწრაფვა ხელს უწყობს პიროვნულის შესაძლებლობების გაანალიზებაში,მომავალი საქმიანობის გეგმის შედგენასა და პროფესიის არჩევაში.
Friday, October 25, 2013
ტრენინგი - ''ჯანმრთელი კვების კავშირი''
19 ოქტომბერს ''სიქას'' ორგანიზებით მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ჩაატარეს ტრენინგი,რაც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს_ ''ჯანმრთელი კვების კავშირი''. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც რუსთავის,ასევე წალკის,გარდაბნის,მარნეულის,თეთრიწყაროს სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები. ასევე აღნიშნულ ტრენინგზე ესწრებოდა #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წევრი ქეთევან ყარალაშვილი.
19 ოქტომბერს ''სიქას'' ორგანიზებით მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ჩაატარეს ტრენინგი,რაც ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს_ ''ჯანმრთელი კვების კავშირი''. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც რუსთავის,ასევე წალკის,გარდაბნის,მარნეულის,თეთრიწყაროს სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები. ასევე აღნიშნულ ტრენინგზე ესწრებოდა #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წევრი ქეთევან ყარალაშვილი.
Monday, October 21, 2013
კიდევ ერთი აქტიური დღე
ქ.რუსთავის #5 სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ''In Re-action'' 2013 წლის 17 ოქტომბერს შეუერთდა ერთ ერთ პროექტს.
აქტივობა__ ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ვიქტორინა- კონკუსში - „ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია“.
რომელიც მიძღვნილი გახლდათ რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით.
მიზანი - პიროვნული განვითარება.
მისაღწევი
შედეგები__საკუთარი პიროვნული მისწრაფებებისა და ინტერესების გაანალიზება.
საკუთარი ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრა საზოგადოებაში :
ვიქტორინაში
მონაწილეობდა ქალაქის ოცამდე სკოლა. ჩვენმა გუნდმა მოიპოვა მე-6 ადგილი 35 ქულუთ
. შეირჩა 5 გუნდი მე-2 ტურისათვის და ჩვენ აღმოვჩნდით მე-6 ადგილზე. წარმატებას მცირედით
ავცდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საკუთარი განვითარების მიზნით.მშობლიური ქალაქის
ისტორიის სიღრმისეულად შესწავლისათვის. რითაც ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა
აღვასრულეთ. არჩევანი
ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა ღირებულებებზე დაფუძნებული შეფასების შედეგი იყო.ჩვენ ამ შემთხვევაში ვმსჯელობთ ქალაქზე როგორც საზოგადოებისათვის
ძირითად ღირებილებასა და ადამიანისათვის მნიშვნელოვან გარემოზე.
ამიტომაც
,საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად , გააზრებულად და აქტიურად მივიღეთ
მონაწილეობა მშობლიური ქალაქის დღესასაწაულისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)







.jpg)
.jpg)






.jpg)
.jpg)










